პროექტის
სახელწოდება: ნაადრევი ქორწინება - „მე მიცავს კანონი“
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი: ნონა გაბელია
პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება ,შესაძლო რისკების
და უარყოფითი
მხარეებს განსაზღვრა.
პროექტი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაიაზრონ
ნაადრევი ქორწინების პრობლემის არსი,
გაეცნონ მასთან დაკავშირებულ კონკრეტული სიტუაციებს , ყურადღებით შეაფასონ უარყოფითი მხარეები
და მიზნად დაისახონ პრობლემასთან ბრძოლის მიდგომები.
პროექტის მნიშვნელობა : ჩვენს მიერ შერჩეული
პროექტის თემა მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სრულწლოვნები და ვერ აცნობიერებენ ნაადრევი ქორწინების რისკებს,
ავუმაღლოთ ცნობიერების დონე და მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა გავლენას ახდენს ნაადრევი
ქორწინება როგორც განათლების მიღებაზე ასევე ჯანმრთელობაზე. ეს თემა განსაკუთრებთ მნიშვნელოვანია
ჩვენი რეგიონისთვის, სადაც ჯერ კიდევ მწვავედ დგას არასრულწლოვანთა ქორწინების საკითხი.
პროექტი ჩვენს
მოსწავლეებს შესძენს
ცოდნას, და გამოუმუშავებს მაღალ სააზროვნო
უნარებს, რომლითაც შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი
ინტერესები.
პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო
ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა
და კვლევითი
დავალებები (თემატური
პრეზენტაციები);
ანიმაციის ჩვენება-დისკუსია;
ვიზუალური მასალის
მომზადება ( ბუკლეტების ) და
გავრცელება თემში;
მოსალოდნელი შედეგები:
მეტი ინფორმირებულობა ცნობიერების ამაღლება;პრობლემის არსის ადეკვატური შეფასება-გააზრება;
პრევენციული მექანიზმების შესახებ ინფორმირებულობა;
ევროპული გამოცდილების გაცნობა.
სამიზნე ჯგუფი:
IX კლასის მოსწავლეები
პროექტის რესურსები:
პროექტორი,კომპიუტერი,ფლიფჩარტები,საღებავები,ინტერნეტი,პრინტერი,
ადამიანური რესურსები
და სხვა
.
რეფლექსია
პროექტი - ნაადრევი ქორწინება - „მე მიცავს კანონი“
აქტუალური იყო,
რადგანაც მოსწავლეებს ნაკლები ინფორმაცია ჰქონდათ ნაადრევი ქორწინების შესახებ.
პროექტის მიზნიდან
გამომდინარე , მათ გაიზიარეს
პრობლემის არსი, გაეცნნენ კონკრეტულ სიტუაციებს ნაადრევ
ქორწინებასთან დაკავშირებით , ყურადღებით შეაფასეს უარყოფითი
მხარეები და
პრიორიტეტებად დაისახეს
მოზარდის პიროვნული
განვითარება. მოსწავლეებმა გაიაზრეს თუ რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია ნაადრევ
ქორწინებას როგორც განათლების, ასევე ჯანმრთელობის მხრივ. კონკრეტული სიტუაციიებიდან გამომდინარე გააანალიზეს
თუ რას ნიშნავს შეზღუდული გქონდეს განათლების უფლება.
პროექტი სრულიად
შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს
ავლებდა ზოგადი
განათლების მიზნებს.
პირველ ეტაპზე შევისწავლეთ პრობლემები, გავეცანით ევროპულ
გამოცდილებას, გვაანალიზეთ და
შევადარეთ საქართველოს. მოვაწყეთ
ანიმაციის ჩვენება-დისკუსია.
პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული
აქტივობები მორგებული
იყო მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო მოსწავლეთა შესაძლებლობებზე მათი ძლიერი
მხარეების გათვალისწინებით.
პროექტი ყველაზე
წარმატებული იყო
ანიმაციის ჩვენებისა და დისკუსიის დროს. პროექტის
განხორციელების პერიოდში
გამოვლინდა მცირე
ხარვეზები. სამომავლოდ, მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე
და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.
No comments:
Post a Comment