სოციალური პროექტი ,,მე შენი მეგობარი ვარ"





სოციალური პროექტი
სახელი და გვარიციალური პროექტის            ნონა გაბელია  ხელმძღვანელი
ქალაქი
მარნეული
სკოლა
სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლა
თემის  დასახელება
მე შენი მეგობარი ვარ!“ –ინკლუზიის შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება
დონე/კლასი  
საბაზო.  მე-8 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 კვირა                   24/10- დან      28/10 -მდე
პროექტის განხორციელების დრო  ოქტომბერი
აზროვნების ზედა დონის უნარები
დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
პრობლემა/პროექტის აქტუალურობა
საზოგადოებაში ძალიან დაბალია ინკლუზიის  შესახებ ცნობიერების
დონე.ინკლუზია, ეს არის დაავადება, რომელიც ყოველ წელს პროგრესირებს.  ინკლუზია მსოფლიო მოსახლეობის ყველა რასისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანთაშორის არის,  ასეთი ადამიანების მიმართ საზოგადოება სხვანაირადა განწყობილი და ამიტომ, სჭიროა საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ამ დაავადების მიმართ. 
პროექტის  მიზნები/ შედეგები
§     მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების მიერ ინკლუზიის შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
§     მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა (ბუკლეტი, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია) და საზოგადოებისთვის გაზიარება.
§     პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე ინკლუზიის შესახებ,როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში.
პროექტის მდგრადობა
პროექტი აქტუალურია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც.ინკლუზია არის პრობლემა, რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, არ უნდა გაკიცხონ ისინი მეტად თავისებური ქცევის გამო. მშობლებმა არ უნდა მოითხოვონ ინკლუზიურმა ბავშვებმა,რომ ცალკე  ისწავლონ,   პირიქით, სსსმ მოსწავლე ხომთანაკლასელებისაგან სწავლობს მოქცევის წესებსა და ურთიერთობას. თავის მხრივ კი,რიგითი მოსწავლეც სწავლობს მისგან ოდნავ განსხვავებულთან ურთიერთობასხდება მეტადმზრუნველი და ტოლერანტული.  ამიტომ პროექტის ფარგლებში, მოხდება რჩევების მიცემა კლასის დამრიგებლებისთვის ამ თემაზე კლასის საათის ჩატარების, შესაბამისი ფილმების ჩვენება/განხილვის მოწყობის თაობაზევფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
თემის შინაარსი

     სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტასgmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის, რათა მოსწავლეებს გავუგზავნო ინტერნეტით მოძიებული მასალები, პრეზენტაციის, ბუკლეტისა და კედლის გაზეთის მოსამზადებლად. ასევე მათგან უკუკავშირის მისაღებად.
1.მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს და ვგეგმავთ გამოკითხვას მასწავლებლებსა და მოსახლეობაში აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად
2. მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში და დაწყებითი კლასის მოსწავლეებიის მონაწილეობით სკოლის ეზოში მოეწყობა ასფალტზე ხატვა პროექტის თემასთან დაკავშირებით.


სტანდარტები და ინდიკატორები
ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
  მოსწავლე: საჭიროებისამებრ იყენებს საყრდენებს (მოდელს, მარტივ მითითებებს და სხვ.); ედგენილ ტექსტს ადარებს მოდელს და, საჭიროებისამებრ, შეაქვს შესწორებები;
საზ.მეც.დაწყ.(I).14.მოსწავლემ უნდა შეძლოს ქცევის წესების გათავისება, თანატოლებთან მათი შეთანხმება  და  დაცვა;

სპეციალური საჭიროებები
● მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში
● მივაწვდი ბუკლეტის შაბლონების 
● სსსმ მოსწავლეს დავავალებ მონაწილეობა მიიღოს ბუკლეტების დარიგებაში



შეფასების გეგმა

შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
გამოკითხვა
● სამოქმედო გეგმა
●წყვილებში მუშაობის თვითშეფასება
● გამოკითხვა
● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი
● პროექტის შეფასების რუბრიკა


შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
პროექტი დაიწყო გამოკითხვით და გონებრივი იერიშით, რომლის მიზანი იყო  მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების, უნარ-ჩვევების ხელშეწყობა.  პროექტის დასაწყისში წარვადგინე წყვილებში მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკა, ასევე პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა, რათა მოსწავლეებს  მუშაობის დაწყებამდე მიეღოთ ინფორმაცია მათი მოლოდინების შესახებ და შესძლებოდათ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლი. ასევე შეძლოთ შეეფასებინათ თავიანთი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი, დამეხმარათ მომავალი პროექტქბის დაგეგმვა/განხორციელებაში.
წყვილებში და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენე ერთობლივი დაკვირვების ფურცელს  მაშინ, როცა მოსწავლეები პროექტის პროდუქტებს ქმნიდნენ.  მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევხვდი ინდივიდუალურად და წყვილებში, რათა მათ შეკითხვებისთვის მეპასუხა. შემეფასებინა  მათი პროგრესი და დამეკვალიანებინა. მოსწავლეები წავახალისე, რათა ერთმანეთისთვის პროექტის უკუკავშირი წაეხალისებინათ. ბოლოს გამოვიყენე პროექტის შეფასების კითხვარი და  მუშაობის შეფასების რუბრიკა, რომელსაც განმავითარებელი ხასიათი ჰქონდა
.


        
რესურსი   


·         
ფოტოკამერა
      კომპიუტერი
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
      ინტერნეტკავშირი
პრინტერი
 პროექტორი     VCR, ვიდეო




        

რეფლექსია

2019-2020 სასწავლო წლის  სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტი,"მე შენი მეგობარი ვარ" რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ინკლუზიასთან დაკავშირებით. პროექტზე სამუშაოდ შევარჩიე  მერვე კლასის მოსწავლეები და აქტივობები გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში. მათ ნაწილობრივ ჰქონდათ ინფორმაცია  ინკლუზიის შესახებ. მუშაობა ორ ეტაპად წარიმართა.
1- მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ ინტერნეტით მოძიებული მასალები და დავგეგმეთ გამოკითხვა მოსახლეობაში თუ რა ინფორმაცია ჰქონდათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე.  
2. -  პროექტ „მე შენი მეგობარი ვარ“ ფარგლებში მოეწყო სპეც.მასწავლებელთან შეხვედრა, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა თანასწორუფლებიანობის და მიმღებლობის თემაზე.
პროექტზე მუშაობის დროს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ თანამშრომლობის,პრობლემებისმოგვარების, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების,შემწყნარებლობის, სხვისი უფლებების პატივისცემის, დადემოკრატიული პრინციპების აღიარებისუნარები. 
 პრეზენტაციაში გამოყენებული იყო ბევრი სპეციფიკური ტერმინი, რამაც მცირეგაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში. უმჯობესი იქნებოდა კონსულტაციების გავლაბიოლოგიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან, ამხარვეზს აუცილებლად გავითვალისწინებ მომდევნო პროექტებზე მუშაობისას.
საერთო ჯამში პროექტზე მუშაობას ვთვლი დამაკმაყოფილებლად, ვინაიდან გაიზარდაინფორმირებულობის დონე მოსწავლეებსა და საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.







 

 

 

 

 

 

 


No comments:

Post a Comment