გრძელვადიანი პროექტი „ინტერმედია
2019“
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგები : მანანა სადღობელაშვილი და ნონა გაბელია
პროექტის მონაწილე მოსწავლეები: VIII კლასი
პროექტის ხანგრძლივობა : 1თვე
რესურსები თაბახის ფურცლები, ფოტოები (მოსწავლეების
მიერ გადაღებული
ან ინტერნეტით მოძიებული), მარკერები, დაფა, ცარცი.
პროექტის აქტუალობა -
პროექტი წარმოადგენს კულტურათაშორის მრავალფეროვნებას
და ხელს უწყობს სხვა ქვეყნის კულტურის
პატივისცემას.
მიზანი - მოსწავლეთა მიერ
კონკურსისთვის შერჩეული ქვეყნის -ჩინეთის კულტურულ-ტრადიციული
ელემენტების იმპროვიზაცია. მოსწავლეებში შემოქმედებითი, კვლევისა და წარმოსახვითი უნარების
განვითრება
მონიტორინგი- ვაკვირდებოდით
მოსწავლეთა ჩართულობას საკონკურსოდ მზადების პერიოდში და ვაძლევდით მითითბებს პერიოდულად.
რეფლექსია
2018-2019 სასწ. წლის აპრილში სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის,სოფ.საიმერლოს საჯარო სკოლამ მიიღო
მარნეულის კულტურის სახლიდან. ეწყობოდა კონკურსი <ინტერმედია 2019>, რამაც დიდი
ინტერესი გამოიწვია და გამოთქვეს სურვილი მიიღონ
მონაწილეობა. მათი სურვილების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა ჯგუფი , ძირითდად მერვე კლასისა და
მეორე დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისაგან კენჭისყრის პრინციპით შეირჩა და დაევალა
სკოლას საკონკურსოდ ჩინეთის კულტურულ-ტრადიციული ნიშნების წარმოდგენა იუმორისტულ-შემეცნებითი
ფორმით . ხელმძღვანელობა დაევალა ხელოვნების მასწავლებელს-ნონა გაბელიას და ისტორიის
პედაგოგს -მანანა სადღობელაშვილს .მოსწავლეებმა ჯგუფში შეიმუშავეს გეგმა და გადაინაწილეს
ფუნქციები. მოიძიეს ჩინეთის კულტურისა და ყოფის დამახასიათებელი მასალები,შექმნეს საჭიროებებზე
მორგებული რესურსები ,გამართეს ყოველდღიური მეცადინეობა წარმოდგენების მონტაჟისა და
განხორციელებისათვის.გამოიყენეს ვიდეო და აუდიო მასალები,მუსიკალური გაფორმებები და
სლაიდები .
9 მაისს გაიმართა კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სადაც
მოსწავლეები წარდგნენ თავიანთი შემოქმედებით,რისთვისაც სკოლას გადაეცა დიპლომი ხოლო
ერთ მოსწავლეს- ელენე დევაძეს გადეცა ქალის
როლის საუკეთესო შესრულებისათვის დიპლომი.
No comments:
Post a Comment