სოციალური პროექტი: ,,ყველანი თანასწორნი ვართ"


პროექტი  „ყველა თანასწორები ვართ“

პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი: ნონა გაბელია
პროექტის მონაწილე მოსწავლეები: დაწყებითი კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა : 2018 წლის 11 ნოემბრიდან 12 დეკებრამდე პერიოდში.

პროექტის  მიზნები   და    მოსალოდნელი    შედეგები:  პროექტის მიზანია მოსწავლეებში გაიზარდოს ცნობიერების დონე თანასწორუფლებიანობაზე. აღმოიფხვრას სასკოლო სივrცეში  დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური , თანასწორუფლებიანი გარემო.
 პროექტი შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს გაიზიარნ პრობლემის არსი. შეძლონ დისკრიმინაციის უარყოფითი მხარეების გააზრება და პრიორიტეტებად დაისახონ მოზარდის პიროვნული განვითარება.

პროექტის მნიშვნელობა :
    პროექტი მნიშვნელოვანია ,რადგანაც   მოსწავლეები,  რომლებიც არინა განსხვავებული შესაძლებლობების ან ეთნოსის, გარკვეულწილად განიცდიან  დისკრიმინაციას და საკუთარი უფლებეის შელახვას.  პროექტი მნიშვნელოვანია , რადგანაც საჭიროა მოსწავლეებმა თავი იგრძნონ  საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.  პროექტი მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს რის შედეგადაც, ისინი შეძლებენ უკეთ წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებს, ასევევ  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
]=[
პროექტის აღწერა და განხორციელება :
თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა;
პრობლემის შესწავლა და კვლევითი დავალებები (თემატური პრეზენტაციები);
როლური თამაში,
ანიმაციის ჩვენება -განხილვა
ნახატების გამოფენა






                            პროექტის  სახელწოდება:  „ყველა თანასწორები ვართ 
                                                     
                                                                    რეფლექსია

       პროექტი   „ყველა თანასწორები ვართ     მნიშვნელოვანია  იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს სკოლაში სხვადასხვა ეთნოსის მოსწავლეები სწავლობენ, სადაც აუცილებელია თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა და ინტეგრაცია.   მნიშვნელოვანია , რომ მათ გაიაზრონ თუ რას ნიშნავს სასკოლო ცხოვრებაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება. პროექტი მოსწავლეებს შესძენს ცოდნას, დამოკიდებულებას  და გამოუმუშავებს  მაღალ სააზროვნო უნარებს, რაც მათ  დაეხმარება  წარმოაჩინონ და ფორმულირება გაუკეთონ საკუთარ ინტერესებსდამოუკიდებულებას და  აქტიურად იქონიონ გავლენა შექმნილ გარემო ვითარებაზე.
  პროექტი  შეესაბამებოდა საჭიროებებს და პარალელს ავლებდა ზოგადი განათლების მიზნებს.
 პირველ ეტაპზე  შევისწავლეთ პრობლემები, მოსწავლეებმა  ითამაშეს როლებში, რის შემდეგაც გამოთქვეს საკუთარ აზრი და იმსჯელეს თუ რა გრძნობა გაუჩნდათ შექმნილი სიტუაციის დროს. შემდგომ ,მოეწყო ანიმაციის ჩვენება -განხილვა. გამოიფინა მოსწავლეთა მიერ  შესრულებული  ნახატები თანასწორობაზე.
    პროექტი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით,მასში ასახული აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე და საჭიროებებზე. პროექტის მსვლელობისას ფუნქციები გადანაწილებული იყო   მოსწავლეთა შესაძლებლობეზე მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით. პროექტში ჩართული მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით.   პროექტი ყველაზე წარმატებული იყო  როლური თამაშების და ანიმაციის ყურების დროს, როდესაც ყველაზე მეტად „შეეხნენ“ თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. პროექტის განხორციელების პერიოდში  გამოვლინდა მცირე ხარვეზები. სამომავლოდ მოსწავლეთა ჩართულობისას ყურადღებას გავამახვილებ მათ ქცევაზე და აქტივობებში მაქსიმალურად ჩართვაზე.






No comments:

Post a Comment