პროექტი
„საშობაო ნაძვის ხე“
პროექტის
ტიპი: სოციალური
პროექტი
ამოცანის დასახელება და საქმიანობის მოკლე აღწერა.
|
ვადა
|
მოსალოდნელი შედეგი
|
საჭირო რესურსი
|
პასუხისნგებელი
პირი
|
1. დირექციის ინფორმირება აღნიშნული პროექტის შესახებ.
ჩემი
პირველი ამოცანა არის ის რომ წარვუდგინო დეტალური
ინფორმაცია დირექტორს, რადგან პროექტი მაშტაბურია და მოიცავს
დაახლოებით 5 კლასის მოაწილეობას.
|
9.11. 2018
|
სკოლის დირექტორის მხრიდან დაინტერესება,
ინფორმაციის დეტალურად მიწოდება პროექტის მიზნის გაცნობა და საჭიროების
დასაბუთება
|
პროექტის გეგმა
|
ნონა გაბელია, ბელა ჩხიტუნიძე
|
2. ჩემი მხრიდან კლასის დამრიგებლებთან შევედრა სამუშაო
გეგმის გაცნობა.
მას
შემდეგ, როცა დირექციის მხრიდან ვიქნები ნებადართული შევუდგე ჩემ მიერ დაგეგმილი
პროექტის განხორციელებას, დავგეგმავ კოლეგებთან შეხვედრას. გავაცნობ პროექტის
აქტუალურობას და მიზანს და ვთხოვ პროექტში მონაწილეობას. დეტალურად გავივლით
ყველა ნაბიჯს და მივიღებ კოლეგების რჩევებსაც. თუ საჭირო იქნება, შევიტან
ცვლილებებსაც კოლეგების გამოცდილების გაზიარების შემდეგ.
|
13.11.2018
|
მოსწავლებელთა მხრიდან დაინტერესება და ჩართულობა.
საინტერესო იდეების მოწოდება.
|
პროექტის გეგმა.
|
ნონა გაბელია,
ბელა ჩხიტუნიძე
|
მასწავლებლების და მშობლების სამუშაო
შეხვედრა.
კოლეგებთან
შეხვედრის შემდეგ განვსაზღვრავთ მშობლბთან შეხვერდის დღეებს, რათა მოხდეს მშობელთა ჩართულობა აღნიშნულ
პროექტში.
დაისახება
კლასის სამუშაო შეხვედრების გრაფიკი. ასევე, განისაზღვრება პროექტისთვის საჭირო
რესურსების ჩამონათვალი და დაიგეგმება ბიუჯეტი.
|
19.11.2018
|
მოხდება მშობელთა და მოსწავლეთა ჩართულობა და
იდეების შეჯერება.
|
ნაძვის ხეების სხვადასხვა
ვარიანტი.
|
კლასის დამრიგებლები
|
შუალედური მონიტორინგი
მას
შემდეგ, რაც მოსწავლეები ერთობლივად შეუდგებიან თავიანთი გეგმის მიხედვით
მუშაობას, მასწავლებელერბი აწარმოებენ დაკვირვების დღიურს, რათა დეტალური
ინფორმაცია ჰქონდეს კლასის მუშაობის შესახებ. ამისათვის მასწავლებელები
შეიმუშავებენ რუბრიკას, კითხვარს და მონიტორინგისთვის საჭირო სხვა
ინსტრუმებტებს. შესაძლებელია მოხდეს ინსტრუმენტების გაზიარება კოლეგებსთვის და
თანამშრმლობითი გარემოს შექმნა კოლეგებს შორის.
|
05.12 2018
|
მშობლებს, მოსწავლეებს და პედაგოგს აზრთა შეჯერება
და გაზიარება. შენიშვნების გათვალისწინება
|
კლასის დამრიგებლები
|
|
გამოფენის მოწყობა სკოლის
ფოიეში.
დირექციის
მხრიდან ამ დღისთვის იქნება დანიშნული პასუხისმგებელი პირი, ვინც უზრუნველყოფს
ფოიეში ნაძვის ხეების განთავსებას. დახვდება მშობლებს და
იზრუნებს ყველა იმ საჭიროებაზე რაც მშობლებს ექნებათ, (მაგიდა,
ჩამრთველი, დამატებითი სადენი და ასე შემდეგ..)
|
21.12.2018
|
პასუხისგებელი პირი შეუქმნის მშობლებს ისეთ გარემოს
რომ მათ მიერ წარმოდგენილ ნაძვის ხეს არ შეექმნეს არანაირი პრობლემა იმისათვის
რომ წარსდგეს კომისიის წინაშე.
|
ნაძვის ხეები;
მაგიდები
ჩამრთველები
კლასის დამაგრძელებლები
|
დირექციის მიერ დანიშნული პირი.
ისტ-ის პედაგოგი:
ბელა ჩხიტუნიძე
|
დირექციის მხრიდან კომისიის შერჩევა და დამტკიცება.
კომისიის
წევრები ერთობლივად შეიმუშავებენ შეფასების კრიტერიუმებს წარმოდგენილი
ნომინაციებისთვის.
დაიწყება
ინდივიდუალური შეფასება და საბოლოო ნომინაციის მინიჭება.
|
24.12.2018
|
კომისიის წევრები არ იქნებიან მიკერძოებული და
ობიექტურად შეასრულებენ დავალეას.
|
სიტყვიერი თანხმობა
|
სკოლის
დირექტორი: ნინო
მთვარელიძე
|
მონაწილე
კლასების, მოსწავლეების, მშობლის, მასწავლებლის სხვადასხვა ნომინაციაში საზეიმო
დაჯილდოვება სკოლის ადმიისტრაციის მიერ.
მოსწავლეები, მათი
მშობლები და პედაგოგი გამოცხადდებიან დათქმულ დროს და დაიწყება საზეიმო
დაჯილდოვება. ყველა კლასის ნაძვის ხეს გადაეცემა სიგელი ამა თუ იმ ნომინაციაში
გამარჯვებისთვის. ეს იქნება: ყველაზე უცნაური,
ყველაზე ყველაზე კრეატიული და
ყველაზე ინოვაციური ნაძვის ხე.
|
24.12.2018
|
ჩემს მიერ დასახული მიზანის მიღწევა.
|
შეფასების ფურცელი
|
კომისიის წევრები:
სკოლის ადმინისტრაცია.
|
პროექტის მიზნები:
პროექტში მონაწილეობენ:
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოაწვლეები, მშობლები.
Ø მოკლევადიანი მიზანი -სკოლის სივრცეში საახალწლო განწყობის,
ზღაპრული გარემოს შექშექმნა.
Ø გრძელვადიანი მიზანი - მოსწავლეებმა, მშობლებმა მასწავლელებმა შეძლონ ურთიერთთანამშრომლობა,
მშობელმა გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.
Ø მონაწილეებმა შეძლონ გააზრებული მონაწილეობა და თანამშრომლობა სოციალური საკითხების გადაწყვეტლებებში.
პროექტზე მუშაობის ვადები:
დასაწყისი -2018 წლის 9 ნოებერი
დასასრული - 2018
წლის 24 დეკემბერი
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებს
განუვითარდათ სოციალური უნარ-ჩვევები, როგორიცაა გუნდურობა. მშობლებმა გაიაზრეს თუ
რამხელა
როლი აქვთ მათ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში,
იგრძნეს თავიანთი საჭიროების აუცილებლობა. მთელი პასუხისმგებლობით ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში, რამაც გამოაცოცოცხლა საასკოლო გარემო, რაც დადებითად აისახა მოსწავლეების მოტივაციაზე და გააძლიერა
მათი ინტერესი სასკოლო ცხოვრებისადმი.
პროექტი „საშობაო ნაძვის
ხე“
რეფლექსია
2018-2019 სასწავლო წლის
ნოემბრის დასაწყისში დავგეგმე განმეხორციელებინა სოციალური პროექტი „საშობაო
ნაძვის ხე“. პროექტის ჩატარების იდეა გამიჩნდა მისის აქტუალურობიდან
გამომდინარე. ვიფიქრობდი, რომ მცირე
წვლილს შევიტანდი თნამშრომლობითი კომუნიკაციის დამკვიდრებაში. მნიშვნელოვნად
ჩავთვალე, რომ დაგვენახებინა ერთმანეთისვის გუნდურობის პრინციპი. პროექტი
მიმდინარეობდა მშვიდ, კონსტრუქციულ თანამშრომლობით გარემოში.
აქტივობები თითქმის ყველა
იმ გეგმის მიხედვით წარიმართა, როგორც დავსახე. ამოცანების განხორციელება წარიმართა ხალისით, თუცა იყო
მუშაობის პროცესში ცვლილებელიც. ეს ეხებოდა საგამოფენო ფოიეს მოწყობის დეტალებს,
თუმცა ვთვლი, რომ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა.
პოექტში მონაწილე პირები
კმაყოფილები დარჩნენ ჩვენი ღონისძიებით მათთვის სასიამოვნო სანახაობა იყო,
გამოფენილი ნაძვის ხეების შედეგად შექმნილი საახალწლო განწყობა. პროექტმა
მოსწავლეებს მისცა დიდი გამოცდილება. პროექტის მუშაობა გეგმის მიხედვით
წარიმართათა, იყო მცირედი ხარვეზები რაც დროის მენეჯმენტში გამოიხატა. შემდეგი მუშაობის დროს
აუცილებლად გავითვალისწინებ და ზუსტად გავთვლი დროს, რათა პროექტი სრულყოფილად და
მეტად წარმატებით განხორციელდეს.
No comments:
Post a Comment