კლუბი ,,ცისარტყელა"


სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის
სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის
ხელოვან მოსწავლეთა კლუბი
„ცისარტყელა“

საიმერლო
2018-2019 სასწავლო წელი




    ხელოვნების მასწავლებელი: ნონა გაბელია და ისტ-ის პედაგოგი ბელა ჩხიტუნიძე
კლუბის ლიდერი : ნინი ნადირაძე (7 კლასი)
                              
  კლუბის წევრები:
          


·         შუბითიძე ნუცა
·         დევაძე ანამარია
·         დარბაიძე ლიკა
·         ქიმაძე თემური
·         ბოჭოიძე ლუკა
·         გიორგაძე ნინი
·         თანდარაშვილი ნინო
·         ფაშაევა აისუნი
·         ტანირვერდიევა ელშანა




სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის
ხელოვან მოსწავლეთა კლუბი
„ცისარტყელა“

ჩამოყალიბდა 2019 წლის სექტემბერში, განისაზღვრა საქმიანობის წესდება, ჩამოყალიბდა მიზნები და ამოცანები. კლუბი აერთიანებს V-VIII  კლასის მოსწავლეებს.


კლუბის სლოგანი: „იყავი კრეატიული“
ემბლემა :ნიკო ფიროსმანის „მებადური“
   



კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ხელოვნებით  დაინტერესებულ  V-VIII  კლასის მოსწავლეებს.
ზოგადი დებულება

1.1.  კლუბის სახელწოდება „ცისარტყელა“
1.2. მასწავლებლები: ნონა გაბელია და ბელა ჩხიტუნიძე
1.3. კლუბის წევრად ითვლება საიმერლოს საჯარო სკოლის V-VIII     კლასის მოსწავლეები
1.4. კლუბის შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კაბინეტში, პირველ  სართულზე
1.5. კლუბის საქმიანობის საგანი: მოსწავლეებმა უნდა მიიღონ ცოდნა ხელოვნების  შესახებ და განუვითარდეთ საჭირო უნარ-ჩვევები
1.6. კლუბის შეხვედრების ხანგრძლივობა :1 საათი.
1.7. კლუბის შეხვედრების დღე განისაზღვრება სასწავლო ცხრილის შესაბამისად მასწავლებლისა და მოსწავლეების ცხრილის გათვალისწინებით. სემესტრებს შორის სასწავლო ცხრილის ცვლილების გამო შესაძლებელია პირველ და მეორე სემესტრში კვირის განსხვავებული დღე და საათი იყოს შერჩეული კლუბის შეხვედრებისათვის.
სკოლაში ხელოვნების კლუბის განვითარებას და საგანმანათლებლო კონცეფციიდან გამომდინარე გათვალისწინებულია მოსწავლის ინტელექტუალური და შემოქმედებითი შესაძლებლობები, ასაკთან შესაფერისი ინტერესები.


კლუბის წევრთა უფლებები
კლუბის წევრებს შეუძიათ დაგეგმონ და ჩაატარონ ღონისძიებები, მიიღონ მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში და ჰქონდეთ ინფორმაცია თუ რა აქტივობებს განახორციელებს კლუბი.

  ხელოვნების კლუბში გაერთიანებული მოსწავლეები დაეუფლებიან შემდეგ უნარ-ჩვევებს და კლუბში მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში:     
·         ორგანიზაციული მუშობისა და კომუნიკაციის უნარების   ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
·         გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას ;
·         შესძენს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის  უნარს;
·         პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას ;
·         კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
·         ჩანაფიქრის ქაღალდზე  გადმოტანას;
·         ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
·         დაკვირვებასა და მისი შედეგების ნამუშევარში ასახვის უნარ-ჩვევები
                                                                               
კლუბის მიზნები და ამოცანები:
v   მოსწავლეთა უნარების აღმოჩენა და განვითარება;
v  მოსწავლეთა ინიციატივებით ღონისძიებების ჩატარება;
v   ინტელექტუალური და კულტურული ღონისძიებების ჩატარება;


კლუბი ცისარტყელა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას  გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები. კლუბის ფარგლებში დაგეგმილია შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.
კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეების კრეატიული ნიჭის განვითარებას და გამოვლენას.
        

კლუბის მუშაობის გრაფიკი: 
კლუბის წევრები იკრიბებიან   კვირაში ერთხელ, სამშაბათობით. კლუბის ლიდერს ევალება დაგეგმილი განრიგის, შეხვედრისა და ღონისძიების ადგილი გააკრა თვალსაჩინო ადგილზე.  წინასწარ განსაზღვროს და წევრებს გააცნოს ღონისძიების გეგმა.

                                                         
 სამუშაო გეგმა

თარიღი
                     ღონისძიება
ადგილი
შენიშვნა

  

 

სექტემბერი











ოქტომბერი








ნოემბერი







დეკემბერი



მარტი



აპრილი







კლუბის შექმნის ორგანიზაციული საკითხები;
ა)კლუბის წევრთა მიღება;
ბ)კლუბის სახელწოდებისა და ატრიბუტიკის შერჩევა;
1.კლუბის წესდების,
მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა-დამტკიცება;
2.კლუბის სამუშაო გეგმის დამტკიცება.



შემოდგომის ზეიმი,, ფოთოლცვენა’’
მოსწავლეები სკოლის ინტერიერს გააფორმებენ. შექმნიან ბუნების პეიზაჟს





კლუბის საქმიანობის სემესტრის შემაჯამებელი  ღონისძიება:
       „ჩვენი საქმე“




კონკურსი: „უცნაური ნაძვის ხე „


კონკურსი: „ჩემი დედა ლამაზია“
სააღდგომო სურათების გამოფენა



საიმერლოს საჯარო სკოლა












    
ჩატარდა











ჩატარდა








ჩატარდა







ჩატარდა


ჩატარდა

ჩატარდა












რეფლექსია
აღნიშნული კლუბის ჩამოყალიბების მიზანი არის ხელი შეუწყოს მოსწავლეების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში, რაც მათ დაეხმარება შემდგომი წარმატებისათვის. მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ კომუნიკაციის უნარი, შიძინესსაჭირო უნარ-ჩვევები და პრაქტიკა, რაც ხელოვნების სფეროსათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. მოსწავლეებში ამაღლდა თვითშეფასება და მოტივაციაც აღსანიშნავია, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩემი მოსწავლეების მშობლები ამ პროექტების წარმატებით მომზადებასაც და დასრულებასაც. მე  ვგრძნობდი მათ თანადგომას, გულწრფელ სურვილს, რომ ეს დღე მათი შვილებისთვის გამორჩეული, დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
მშობლები დამეხმარნენ, რომ კონკურსიც ლამაზ, მიმზიდველ გარემოში ჩატარებულიყო.  ამ დღეს  სკოლის მთავარი შემოსასვლელი დარბაზი, შენობის მეორე სართულის ვრცელი ტერიატორია ლამაზად იყო მორთული, ამაში დიდი წვლილი ჩემი მოსწავლეების მშობლებსაც მიუძღვით.
შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენმა აქტივობებმა სურვილი სხვებსაც გაუჩინა, რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩემს  მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ჩავატარე გამოკითხვა  ჩატარებული  საქმიანობის შესახებ.  ჩვენ ერთად განვიხილეთ ჩატარებული სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა, რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში. მშობელთა გამოხმაურება იყო მეტად პოზიტიური. მათ კმაყოფილება გამოხატეს ჩატარებული სამუშაოების მიმართ, გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები   ხშირად განხორციელდეს.
რა იყო უარყოფითი:  ვფიქრობ, რომ აქტივობებში მეტი ბავშვი უნდა ჩამერთო, რათა ვერ გავითვალისწინე რამდენიმე მოსწავლის შესაძლებლობა.
რა უნდა გავითვალისწინო მომავალში:  ვეცდები, ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც ჩავატარე უფრო მეტი ბავშვები ჩავრთო და საქმიანობები შეძლებისდაგვარად გავუნაწილო.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ამ  ღონისძიებით  დასახული ყველა მიზანი შესრულდა.  რაც მთავარია, ჩვენ ბავშვებს გავუჩინეთ შეგრძნება, რომ ყველა ბავშვი თანასწორია და თანაბარი უფლებები გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ კლუბის მუშაობაში დიდი წვლილი შეიტანა ისტ-ის პედაგოგმა ბელა ჩხიტუნიძემ.


ფოტოები:

No comments:

Post a Comment