სოციალური პროექტი: ,,გავუფრთხილდეთ ცხოველებს"

 

პროექტი: ,,გავუფრთხილდეთ ცხოველებს“

ღონისძიების დასახელება : პროექტი: ,,გავუფრთხილდეთ ცხოველებს“
პროექტის ხელმძღვანელი: ნონა გაბელია
პროექტში მონაწილენი: V-VI კლასის მოსწავლეები
პროექტზე მუშაობის დრო: 2019 წლის 3/04 - დან 10/04-მდე პერიოდში
მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ ცხოველების მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება,შეძლონ მათზე დაკვირვება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, თემასთან დაკავშირებული ლიტერატურული ტექსტების გაგება-გააზრება, თავიანთი დამოკიდებულების ნახატებში გადმოცემა და შესაბამისი კომენტარების გაკეთება, განამტკიცონ კვლევა-ძიების უნარები.

შესასრულებელი ამოცანები:
·        საყვარელი ცხოველის ხატვა, მის შესახებ სპეციალური კითხვარისა და სქემის შევსება .
·        ცხოველებზე დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია.
·        საყვარელი ცხოველის შესახებ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია.
· ბავშვების მიერ საყვარელ ცხოველებთან ერთად გადაღებული ფოტოებით ფოტოკოლაჟის ,,ჩვენ ცხოველების მეგობრები ვართ“  გაკეთება

პროექტის რეფლექსია: პროექტმა ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვია. დაგეგმილ აქტივობებში სიხარულით მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ მარიამის საყვარელი ცხოველია კურდღელი, დანარჩენებს ყველაზე მეტად ძაღლები უყვართ. ბავშვებმა ისაუბრეს საყვარელ ცხოველებზე, შეავსეს მათზე დაკვირვების სქემები და სპეციალური კითხვარები, გადაიღეს მათთან ერთად სურათები და მოვაწყვეთ ფოტოკოლაჟი; ინტერნეტში მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია საყვარელი ცხოველის შესახებ და გააკეთეს პრეზენტაციები;პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე,  დაგროვილი მასალების გამოყენებით, ბავშვებმა გააკეთეს კედლის გაზეთი ,, ჩემი საყვარელი ცხოველი“, სადაც განათავსეს შერჩეული ფოტოები, მოძიებული ინფორმაციები .
                               
                             
                                 









რეფლექსია

პროექტი ,,გავუფრთხილდეთ ცხოველებს“ მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით ,,გავუფრთხილდეთ ცხოველებს“მუშაობა. მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში.
მათ ჩამოუყალიბდათ ცხოველების მიმართ მზრუნველობითი დამოკიდებულება, შეძლეს მათზე დაკვირვება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, თემასთან დაკავშირებული ლიტერატურული ტექსტების გაგება-გააზრება, თავიანთი დამოკიდებულების ნახატებში გადმოცემა და შესაბამისი კომენტარების გაკეთება, განიმტკიცეს საპრეზენტაციო უნარები.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა მათ დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა თავისი საყვარელი ცხოველის შესახებ პრეზენტაციას და მათ მოჰქონდათ ფოტოები იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ცხოველის შესახებ. ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა,
პროექტზე მუშაობით კმაყოფილი დავრჩი. მიზანი მიღწეულია, ვინაიდან, გაიზარდა ინფორმირებულობის დონე მოსწავლეებში, რაც ხელს შეუწყობს ინფორმირებული, სრულფასოვანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

No comments:

Post a Comment