პროექტის სათაური: „ჩვენც დავბერდებით „
პროექტის ავტორი: ნონა გაბელია
სამიზნე ჯგუფი: V კლასის მოსწავლეები (10 ბავშვი)
სკოლის დასახელება: სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს
საჯარო სკოლა
პროექტის დაწყების
თარიღი: 22 სექტემბერი
პროექტის დასრულების
თარიღი: 14 ოქტომბერი
პროექტის მიზანი:
ყველა ახალგაზრდამ უნდა გააცნობიეროს სიბერის ფასი. აგრძნობინონ
მოხუცებს მათგან დადებითი
დამოკიდებულება. მიიღონ მათგან პატივისცემა,მზრუნველობა. იგრძნონ ,რომ
საჭირონი არიან.ბავშვები კი მიხვდნენ,რომ შეუძლიათ სიხარული მიანიჭონ მოხუცებს, შუძლიათ გაუხანგრძლივონ სიცოცხლე,
აგრძნობინონ სიყვარული
და გული გაუთბონ მათ.
კავშირი.ესგ. სტანდარტთან
საზ. მეც.
დაწყ. (I). 17. მოსწავლემ უნდა შეძლოს მზრუნველობის გამოვლენა
საზ.მეც.დაწყ.(II).7. ინიციატივის გამოვლენა, ადამიანური და მატერიალური რესურსების გათვალისწინებით
შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის დაგეგმვა;
პროექტის
აღწერა : შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა თაობა ნაკლებად სცემს პატივის და
მზრუნველობას იჩენს მოხუცების მიმართ. ბავშვებს უჭირთ გაცნობიერება ,რომ შეუძლიათ თავიანთი სიტყვითა
და საქციელით გამოხატონ დადებითი დამოკიდებულება მოხუცების მიმართ . საჭირო
ხდება პიროვნული და მორალური აღზრდის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის
განხორციელება.სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ჩემს
კლასთან ერთად ვსტუმრებოდი სოფელში მცხოვრებ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე
ექიმს ვერა ჭიჭინაძეს.
პროექტის ამოცანები:
1.ბავშვების მიერ მისთვის საინტერესო კითხვების
დასმა.
2. მოხუცისთვის ტკბილეულით დასაჩუქრება.
პროექტის განხორციელების გზები. ‘
ვისაუბრებთ
მედიცინაზე და პროფესიის სიყვარულზე.
რესურსი: განსაკუთრებული რესურსის საჭიროება არაა.
დაგვჭირდება თაბახი,კომპიუტერი, ფანქრები, ტკბილეული.
მოსალოდნელი შედეგები: პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მოხუცს
გავახარებთ სტუმრობით. ვაგრძნობინებთ, რომ მისი
გამოცდილება ჩვენთვის მეტად საინტერესო იქნება. ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ პატივისცემა და სიყვარული გამოვხატოთ ამ ადამიანის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში
მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად შრომობდა. მასთან სტუმრობა ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი იქნება. ისინი
დარწმუნდებიან ,რომ შეუძლიათ სიხარული მიანიჭონ მოხუცებს.გაიაზრებენ ,რომ ყველას
სჭირდება სითბო, ყურადღება და სიყვარული.
მონიტორინგი: თვალყურისდევნება
და რეკომენდაციების მიცემა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას.
შეფასება: რამდენად გამართლებული იყო ამ პროექტის დაგეგმვა და
განხორციელდა თუ არა წარმატებით.შევძელით თუ არა წარმატებით შეგვესრულებინა ყველა
საჭირო აქტივობა მოცემული პროექტის განსახორცილებლად.როგორ იმოქმედა მოცემული პროექტის
განხორციელებამ მოხუცზე ,ბავშვებზე. საჭიროა თუ არა მომავალშიც დავგეგმოთ მსგავსი
ღონისძიება.
,,ჩვენც
დავბერდებით“
14
ოქტომბერი 2018-2019 სასწავლო წელი
პროექტი მიზნად ისახავდა მოხუცების მიმართ დადებითი დამოკიდებულების
გამოვლენას,მათ მიმართ მზრუნველობის,პატივისცემის
გამოხატვას.გახარებას .
ვთვლი,რომ
პროექტი წარმატებით განხორციელდა.ყველა საჭირო აქტივობა ,რაც მქონდა დაგეგმილი
შევასრულეთ. შევიძინეთ ტკბილეული.
მოვამზადეთ
საინტერესო კითხვები, წავედით მოხუცთან და ვისაუბრეთ.
ჩვენმა სტუმრობამ მოხუცი ძალიან გაახარა. ბავშვებმა მოხუცს დაუსვეს
კითხვები. ისაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე და მედიცის განვითარებაზე. ეს დღე
ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.
ბავშვები
დიდი ინტერესით უსმენდნენ ექიმის რჩევებს და დარიგებას.
მოხუცს ბედნიერება
სახეზე ეტყობოდა. ჩანდა, რომ ჩვენმა მისვლამ და მოსწავლეების კეთილგანწყობამ
ძალიან გაახარა.
ბავშვები დარწმუნდნენ ,რომ შესძლებიათ ,მზრუნველობისა
და პატივისცემის გამოხატვა მოხუცების მიმართ. მიხვდნენ რომ შეუძლიათ
საკუთარი საქციელით გაუხარონ და გაუთბონ გული ხანდაზმულებს და შეუმსუბუქონ ასაკით
გამოწვეული განცდები. ,,ჩვენც დავბერდებით!“
No comments:
Post a Comment